სპორტის კოლეჯს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, იოსებ ბაღათურია ესტუმრა

 
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, იოსებ ბაღათურია სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის რექტორ თეიმურაზ ლორთქიფანიძეს შეხვდა.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის წარმომადგენლები.
 
სპორტის მინისტრის მოადგილემ კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მან შეხვედრაზე სასწავლებლის საჭიროებები მოისმინა და კოლეჯის ხელმძღვანელებს სამომავლო მხარდაჭერას დაჰპირდა.
 
აღსანიშნავია, რომ სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯში 11 მოკლევადიანი და ერთი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა ხორციელდება. ასევე, იგეგმება სხვა პროფესიული პროგრამების დამატებაც.
 
 
სპორტი ჯანმრთელობის საწინდარია ! 

სტუდენტური დასაქმება გერმანიაში

გარე მობილობა !!!

მიღება ფეხბურთის ინსრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე

რეგისტრაცია სპორტულ ტურზე 01 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება

მოემზადეთ პროფესიული ტესტირების ჩასაბარებლად!

მიღება სპორტული მასაჟისტის პროფესიული გადამზადების პროგრამაზე

სპორტული ტურის შედეგები 2026 წლის საგაზაფხულო მიღება

2019 წლის საშემოდგომო მიღებისთვის ჩატარებული პროფესიული ტესტირების შედეგები!!!

მიღება ფეხბურთის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე