გაცნობითი პრაქტიკა გაზეთ ,,ლელოში"

2020 წლის 27 იანვარს სპორტის კოლეჯის - ბეჭდური და ონლაინ გამოცემების რეპორტიორის პროგრამის სტუდენტები, პედაგოგ მარიამ ზირაქიშვილთან ერთად, გაცნობითი პრაქტიკის მიზნით - გაზეთ ,,ლელოს’’  ეწვივნენ, სადაც მათ გაზეთის საპატიო რედაქტორმა - ბატონმა თენგიზ გაჩეჩილაძემ მასტერკლასი ჩაუტარა.

სტუდენტები დეტალურად გაეცნენ რედაქციისა და  ჟურნალისტების მუშაობის სპეციფიკას და მათთვის საინტრესო კითხვებზე ამომწურავი პასუხებიც მიიღეს.

სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯი უკვე წლებია თანამშრომლობს გაზეთ ,,ლელოსთან', რომელთანაც გაფორმებული აქვს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი. კოლეჯის სტუდენტები ყოველწლიურად გადიან გაცნობით პრაქტიკას და საწარმოო პრაქტიკას, რაც დიდ  შესაძლებლობასა და გამოცდილებას აძლევს კოლეჯის კურსდამთავრებულებს.

სპორტის კოლეჯის სახელით გაზეთ ,,ლელოს' რედაქციასა და ბატონ თენგიზს დიდ მადლობას ვუხდით გულითადი მასპინძლობისათვის!

მიღება ფეხბურთის ინსრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე

მიღება ფეხბურთის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე

,,სპორტის ინსტრუქტორის’’ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრანტთა საყურადღებოდ !!

ძიუდოს ინსტრუქტორის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია

მიღება ,,ადაპტური ფიზიკური აღზრდის სპეციალისტის" გადამზადების პროგრამაზე

მიღება სპორტული მასაჟისტის გადამზადების პროგრამაზე

ფეხბურთის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია

მიღება სპორტული მასაჟისტის პროფესიული გადამზადების პროგრამაზე

საახალწლო არდადეგები