პროფესიული განათლების სტუდენტებს სამხედრო სამსახური გადაუვადდებათ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ. შედეგად, ახალგაზრდები პროგრამის დასრულებას უწყვეტად შეძლებენ.

საქართველოს პარლამენტმა,  „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში მიიღო ცვლილები. სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, კონკრეტული საქმის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ და სწორედ ამის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური.

პროფესიულ სასწავლებლებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება არ ეხება იმ სტუდენტებს, რომლებმაც უკვე ისარგებლეს იმავე პროგრამით უმაღლეს სასწავლებლებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ პროგრამის ხანგრძლივობის ვადით.

 

სერგეი ხოლოდოვის საავტორო სემინარი - „ტერფის მორფოკინეზიოლოგოა“

სპორტის კოლეჯს 6 წლის ვადით ავტორიზაცია მიენიჭა

სპორტული მასაჟისტის გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია

კრივის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია

მიღება ცურვის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე

ყურადღება!!!

სამოტივაციო გასაუბრება

მიღება ცურვის ინსტრუქტორის მომზადების პროგრამაზე

მიღება ძიუდოს ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე