სპორტის კოლეჯს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, იოსებ ბაღათურია ესტუმრა

 
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, იოსებ ბაღათურია სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის რექტორ თეიმურაზ ლორთქიფანიძეს შეხვდა.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის წარმომადგენლები.
 
სპორტის მინისტრის მოადგილემ კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მან შეხვედრაზე სასწავლებლის საჭიროებები მოისმინა და კოლეჯის ხელმძღვანელებს სამომავლო მხარდაჭერას დაჰპირდა.
 
აღსანიშნავია, რომ სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯში 11 მოკლევადიანი და ერთი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა ხორციელდება. ასევე, იგეგმება სხვა პროფესიული პროგრამების დამატებაც.
 
 
სპორტი ჯანმრთელობის საწინდარია ! 

ვაკანსია სასწავლო პროცესის მენეჯერის თანამდებობაზე

პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი სასერტიფიკატო პრო

,,ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის’’ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრანტთა

მიღება ფეხბურთის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე

ფეხბურთის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია

ყურადღება!!!

მიღება სპორტის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამებზე

იყავი აქტიური ! Be Active !

პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალის აღმოსავლეთ ლიგის ფეხბურთის ფინალში გამ