პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალის აღმოსავლეთ ლიგის ფეხბურთის ფინალში გამარჯვებული სპორტის კოლეჯი

ა/წ. 02 მაისს პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალის აღმოსავლეთ ლიგის ფეხბურთის ფინალი გაიმართა! ერთმანეთს ტურნირის ორი გამორჩეული გუნდი - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯი და თსუ პროფესიული განათლების ცენტრი • TSU Centre of Vocational Education  შეხვდნენ. 

შეხვედრა ძალიან საინტერესო და დრამატული გამოდგა! პირველ ტაიმში პირველი გოლი თსუ-ს ფეხბურთელმა საბა ჯიმუტიამ გაიტანა , რომელსაც სპორტის კოლეჯის ფეხბურთელმა გიორგი მრელაშვილმა გოლით უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. ხოლო გოგა წიკლაურის გოლმა სპორტის კოლეჯი წინ გაიყვანა - ანგარიში 2:1 გახდა. ⚽️

მეორე ტაიმში კვლავ სპორტის კოლეჯის ფეხბურთელმა გიგა წიკლაურმა ანგარიში 3:1 გახადა, რომლის მერეც თსუ გააქტიურდა და ტაიმის მიწურულს შეხვედრა 2:3 გახადეს. გოლის შემდეგ თსუ-მ სწრაფად გაათამაშა ბურთი გასათანაბრებლად თუმცა დრო აღარ იყო საკმარისი და საბოლოოდ შეხვედრა 2:3 სპორტის კოლეჯმა მოიგო  და პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალის აღმოსავლეთ საქართველოს ლიგის გამარჯვებული გახდა! 

საქართველოს ჩემპიონობისთვის ისინი დასავლეთ საქართველოს ლიგის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან ფინალში, ხოლო თსუ მესამე ადგილისთვის იბრძოლებს დასავლეთ საქართველოში ფინალში დამარცხებულ გუნდთან. 

ფესტივალი ტარდება ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში

ორგანიზატორები:
პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia
სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის  კოლეჯი  
კოლეჯი მოდუსი College Modus

მიღება სპორტული მასაჟისტის გადამზადების პროგრამაზე

პროფესიული განათლების სტუდენტებს სამხედრო სამსახური გადაუვადდებათ

მიღება სპორტული მასაჟისტის გადამზადების პროგრამაზე

ვაკანსია კოლეჯის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის

ფეხბურთის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია

სპორტის კოლეჯის საამაყო კურსდამთავრებული!

ჩვენი საამაყო კურსდამთავრებული

სპორტული აკრობატიკის ინსტრუქტორის პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია

სასწავლო პროცესი გადატანილია 21 აპრილამდე