მიღება ცურვის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე

????‍♂️ ????‍♀️
10 აგვისტოდან 03 სექტემბრის ჩათვლით, ცხადდება რეგისტრაცია ,,ცურვის ინსტრუქტორის' პროფესიული მომზადების პროგრამაზე. ????‍♂️ ????‍♀️ სწავლის საფასური 800 ლარი ✅️
 
(პროგრამის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://www.sportcolle.ge/img/category/1659204948.pdf)
 
პროგრამის განხორციელების ადგილი:
????ქ.თბილისი:
ე.ნინოშვილის ქ. N 55 და უნივერსიტეტის ქ. N 2
 
პროგრამაზე დაშვების წინაპირობებია:
???? ასაკი - 18 წელი, სრული ზოგადი განათლება.
???? გასაუბრება
???? სპორტული ტური
(სპორტული ტურის დებულება შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ.გვერდზე შემდეგ ლინკზე გადასვლით
https://drive.google.com/file/d/1v2ZUPzte5P6c7TfaqU73K6LN5hJepQ_y/view )
 
ცურვის ინსტუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობა - 8 მსმენელი????‍????
 
გასაუბრება: ????????????
თარიღი: 04.09.2023წ.
საათი: 11:00
ლოკაცია: ქ.თბილისი. ე.ნინოშვილის ქ. N 55.
 
სპორტული ტური: ????????????
თარიღი: 05.09.2023წ.
საათი: 11:00
ლოკაცია: ქ.თბილისი. უნივერსიტეტის ქ. N 2.
 
სპორტული ტურის გასავლელად აუცილებელია თან იქონიოთ:
1️⃣ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,
2️⃣ ცნობა ჯანმრთელობის შესახებ - ფორმა 100.
3️⃣ 50 ლარიანი გადახდის ქვითარი.
 
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე https://vet.emis.ge/ ან მობრძანდეთ კოლეჯის ადმინისრაციულ შენობაში, სადაც მოხდება თქვენი დარეგისტრირება.
 
პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს მიენიჭება ცურვის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია (მე-4 დონე) და გადაეცემა სახელმწიფო სერტიფიკატი;
 
სწავლის დაწყების თარიღია 11 სექტემბერი ❤
 
გისურვებთ წარმატებებს ❣

მიღება სპორტული მასაჟისტის გადამზადების პროგრამაზე

თავისუფალი ჭიდაობის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენ

გილოცავთ ზაფხულის პირველ, წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანებისა და ბავშვთა და

იყავი აქტიური ! Be Active !

რეგისტრაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრა

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ !!!

კოლეჯში სასწავლო პროცესი გადაიდო 1 აპრილამდე

საახალწლო არდადეგები

ვირუსთან დაკავშირებული არდადეგები